ლუდმილა დენისოვა – რუსეთმა 200 000-ზე მეტი ბავშვი უკრაინიდან იძულებით გაიყვანა

1,2 მილიონ უკრაინელს შორის, რომლებიც ომის დაწყებიდან მათი ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნიდან იძულებით გაიყვანეს, 200 000-ზე მეტი ბავშვი იყო, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეროვნულ ტელევიზიაში გამოსვლისას, ლუდმილა დენისოვამ მოსკოვი დაადანაშაულა იმაში, რომ სურს, ბავშვები რუსეთის მოქალაქეებად აქციოს.

„როდესაც ჩვენი შვილები მიჰყავთ, ისინი ეროვნულ იდენტობას ანადგურებენ, ჩვენს ქვეყანას მომავალს ართმევენ. ჩვენს შვილებს იქ რუსულად ასწავლიან ისტორიას, რომელიც პუტინმა ყველას უამბო“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები