დიდმა ბრიტანეთმა პუტინის ოჯახსა და ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ოჯახსა და მისი ახლო გარემოცვის ათობით წარმომადგენელს, მათ შორის, ქალს, რომელიც დიდი ხანია პუტინის პარტნიორად არის მიჩნეული, სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული აკრძალვები მოიცავს აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას პუტინის ყოფილი მეუღლის, ლუდმილა ოჩერეტნაიასთვის, მედია ხელმძღვანელისა და პუტინის სავარაუდო პარტნიორის, ალინა კაბაევასთვის და კაბაევას ბებიის, ანა ზაცეპლინასთვის.

„პუტინი ეყრდნობა ოჯახს, ბავშვობის მეგობრებსა და შერჩეულ ელიტას, რომლებმაც მისი მმართველობით ისარგებლეს და თავის მხრივ, მისი ცხოვრების წესს მხარს უჭერენ. მათი ჯილდო რუსეთის სახელმწიფო საქმეებზე გავლენაა, რაც მათ ფორმალურ პოზიციებს სცილდება“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სანქციები 1000-ზე მეტი ფიზიკური პირისა და 100 სუბიექტის წინააღმდეგ დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები