გერმანიაში, დიდი შვიდეულის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები გლობალურ სასურსათო საკითხთან დაკავშირებით.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის მიზნით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
„ჰიბრიდული ომი არ არის მხოლოდ ტანკებითა და საჰაერო რაკეტებით, არა მხოლოდ ყალბი ამბებით და პროპაგანდით, არამედ ეს არის სასურსათო ომი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს გარშემო. რუსეთის ქმედება მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ, არის ძალიან დიდი საფრთხე. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ სესიაზე ფოკუსირებას ვახდენთ გლობალურ სასურსათო კრიზისზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.