საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის მერიას სტუმრობდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის მერიას სტუმრობდნენ.
სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს პროექტს “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ – ნატო ბაჩიაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის მიზანი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო პირების მედეგობის გაძლიერება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაა.