მედია: რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას უკვე ხვალ შეუწყვეტს

რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება, შესაძლოა უკვე 13 მაისს შეუწყვიტოს, რაც კრემლის მხრიდან შურისძიებას წარმოადგენს, ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების სურვილის გამო.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Iltalehti წერს.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საკვანძო პოლიტიკოსები “საპასუხო ზომების” შესახებ ინფორმირებული არიან.

ფინეთის მთავრობას ამაზე ოფიციალურად კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Iltalehti წერს, რომ თუ ლურჯი საწვავის მიწოდება შეწყდება, ეს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ზოგიერთ ინდუსტრიას და სურსათის წარმოებას.

ფინეთის ხელისუფლება მანამდე აღიარებდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გაზის მიწოდება 23 მაისს შეწყვიტოს, რადგან ეს არის მოხმარების საფასურის გადახდის თარიღი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები