“გაზპრომი” პოლონეთის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტს აჩერებს

„გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის “იამალ-ევროპის” მილსადენის პოლონური მონაკვეთის გამოყენებაზე უარი თქვა.

მილსადენის პოლონური მონაკვეთის მფლობელი კომპანია EuRoPol GAZ-ი იმ კომპანიების ნუსხაში აღმოჩნდა, რომელსაც 11 მაისს რუსეთმა ენერგეტიკული სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ „გაზპრომის“ წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა.

ამრიგად, “გაზპრომმა” პოლონური მხარე მისი, როგორც აქციონერის უფლებების განმეორებით დარღვევაში დაადანაშაულა. აპრილში პოლონეთმა სანქციების სიაში რუსული ჰოლდინგი შეიყვანა.

რუსეთის სანქციათა საპასუხო სიაში 31 კომპანია აღმოჩნდა, ძირითადად “გაზპრომის” ევროპული შვილობილი კომპანიები, მათ შორის პოლონური EuRoPol GAZ-ი და გერმანული Gazprom Germania.

გაზსადენი რუსეთიდან ბელარუსის და პოლონეთის გავლით, გერმანიამდე გადის.

მისი სიმძლავრე, წელიწადში, დაახლოებით 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.

გერმანიის ენერგომარეგულირებელმა ამ გაზსადენის გამოყენება, თითქმის მანამდე შეწყვიტა.

Reuters-თან გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “იამალის” გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტა გერმანიაში მიწოდებას საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან „რამდენიმე კვირაა, ამ მილსადენით გერმანიაში გაზი პრაქტიკულად არ მიედინება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები