Nike-მა რუსულ საფეხბურთო კლუბ, ”მოსკოვის სპარტაკთან” თანამშრომლობა შეწყვიტა
ამერიკულმა კომპანია Nike-მა რუსულ საფეხბურთო კლუბ, ”მოსკოვის სპარტაკთან” თანამშრომლობა შეწყვიტა, – ამის შესახებ ინფორმაცია გუნდმა გაავრცელა.
“კომპანია ნაიკმა კლუბს შეატყობინა, რომ გუნდთან სპონსორობის ხელშეკრულება გაწყვიტა უეფას მიერ დაწესებული სანქციების გამო, რომლის მიხედვითაც მოსკოვის სპარტაკს მომდევნო სეზონში ევროტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა. გუნდის მენეჯმენტი მუშაობს, რომ ახალი სპონსორი იპოვოს, რომელიც სპარტაკისთვის სათამაშო ფორმებსა და სხვა სახის ეკიპირებას დაამზადებს”, – წერია მოსკოვის სპარტაკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ამავე ინფორმაციით, კომპანია გუნდის ტექნიკური სპონსორი 2005 წლიდან იყო.