ვლადიმერ პუტინი სომხეთში ჩადის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ოქტომბრიდან დეკემბრის შეაულედში, შესაძლოა სომხეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვიოს.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად დეტალების დაზუსტება, მათ შორის თარიღის დადგენა მიმდინარეობს.

„ჩვენს დღის წესრიგში დგას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელმწიფო ვიზიტის ორგანიზების საკითხი. არსებობს გაგება, რომ ეს მოხდება წლის მეორე ნახევარში – ოქტომბრიდან დეკემბრამდე. რა თქმა უნდა, თარიღებზე შევთანხმდებით“, – განაცხადა მირზოიანმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები