სომხეთში მიმდინარე აქციების ფონზე, ერევანში რუსეთის ვიცეპრემიერი მიემგზავრება
ერევანში დღეს რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსეი ოვერჩუკის დელეგაცია ჩავა.
ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ ვიზიტის დღის წესრიგი არ არის წარმოდგენილი.
ცნობისთვის, ალექსეი ოვერჩუკი რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის რუსეთის სამუშაო ჯგუფს სწორედ ოვერჩუკი ხელმძღვანელობს, რომელშიც ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები შედიან.
სომხეთში 25 აპრილიდან პერმანენტული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნა პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომაა.