უზბეკეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

უზბეკეთის სამხრეთით, სურხანდარიას რაიონში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები ტაშკენტის სამხრეთ-დასავლეთით 411 კილომეტრში, 15 კილომეტრის სიღრმეშია დაფიქსირებული.

ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღინიშნება, რომ სხვადასხვა სიძლიერის ბიძგები ქვეყნის რამდენიმე რაიონში იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები