ბაქო: საზღვრის განაპირა ტერიტორიას მთლიანად აზერბაიჯანის მხარე აკონტროლებს

  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გუშინ სომხეთის მხრიდან დივერსიული შეტევის შედეგად, დაჭრილი სამხედროები ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს ღამით სომხეთის დივერსიული ჯგუფები აგდამ-აგდერინსკის მონაკვეთზე საგუშაგო პოსტებს თავს დაესხნენ, რის საპასუხოდაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრებმა ცეცხლი გახსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 4 აზერბაიჯანელი მესაზღვრე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, ამჟამად ფრონტის ხაზზე იმყოფება გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, რომელიც მთლიანად აკონტროლებს სასაზღვრო მონაკვეთს. სამხედრო-საჰაერო ძალების ავიალაინერები ზვერავენ ტერტერა-აგდამის რაიონებს, სადაც გუშინ შემჩნეული იყო დივერსანტთა ჯგუფი.
მთიანი ყარაბახის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ცნობილი გახდა ორი სამხედროს ვინაობა, რომლებიც ორმხრივი სროლების შედეგად დაიღუპნენ – ვიუგარ პალადოვი და ელნურ იბრაჰიმოვი. სააგენტო ასევე იუწყება, რომ 31 ივლისს საგუშაგოს პოზიციებთან ბრძოლის დროს დაიღუპა აზერბაიჯანის ქვეითი ჯარის ზემდეგი, ისა ზაიდ უგლუ ალმაზოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები