რუსეთში ამტკიცებენ, რომ ტერაქტი აღკვეთეს, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი

რუსმა ძალოვნებმა კურსკის ოლქში ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად, ტერაქტს ამზადებდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ დაკავებული ქალაქ კურსკის ერთი ან რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილზე, თითქოს, ტერაქტს გეგმავდა, რომლის მიზანიცაა “ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის დესტაბილიზაცია, რომ ამ გზით მომხდარიყო სპეციალური ოპერაციის შეწყვეტა”.

გამოძიება ტერაქტის მომზადების მუხლით აღიძრა.

ძალოვნები ირწმუნებიან, რომ დაკავებულის სახლში ნაპოვნია ორი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ტრავმატული იარაღი ვაზნებით და ნაცისტური ლიტერატურა.

მამაკაცმა “ყველაფერი აღიარა და თქვა, რომ ტერაქტის შემდეგ უკრაინაში გადასვლას აპირებდა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები