“მოულოდნელად წარმოშობილ კრიზისს გადავლახავთ, მავნე ვირუსს დავამარცხებთ” – კიმ ჩენ ინი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებაზე

ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის “პირველი შემთხვევების” გავრცელების გამო, ქვეყანაში “ლოკდაუნი” გამოცხადდა.

​ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სპეციალურად მოწვეულ სხდომაზე ქვეშევრდომებს “მავნე ვირუსის” გავრცელების შეჩერება უბრძანა, ასევე, დაამშვიდა მოსახლეობა, რომ ვირუსზე აუცილებლად გაიმარჯვებს და “მოულოდნელად წარმოქმნილ კრიზისსაც” დაძლევს.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით წერს.

„ქვეყნის ყველა ქალაქსა და სოფელში, თითოეულმა ჩაკეტეთ თქვენი რეგიონი და საიმედოდ დახურეთ მავნე ვირუსის გავრცელების გზები. ჩვენ გადავლახავთ კრიზისს, რომელიც მოულოდნელად წარმოიშვა და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მან.

ასევე, მან ქვეყნის საზღვრების კონტროლის გამკაცრების განკარგულება გასცა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩრდილოეთ კორეაში ირწმუნებოდნენ, რომ კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ აქვთ.

ამ მოვლენას ფხენიანში ხსნიდნენ იმით, რომ დროულად ჩაკეტეს ქვეყნის საზღვრები. მაშინ ასევე უარი ითქვა Covax-ის მეშვეობით ვაქცინების მიღებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები