“რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ბლოკირების გამო, ბევრს შიმშილობა ემუქრება” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების გამო, მსოფლიოში სასურსათო კრიზისია მოსალოდნელი და ბევრს შიმშილი ემუქრება.

ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.

“ამერიკელ ფერმერებს ესმით, რომ პუტინის ომმა უკრაინა “გარესამყაროს მოწყვიტა”, როგორც ხორბლის, სიმინდის და მცენარეული ზეთის მწარმოებელი ქვეყანა. მაგალითად, უკრაინაში ამბობენ, რომ მარცვლეულის 20 მილიონი ტონა აქვთ. 20 მილიონი ტონა და იცით, რაა, თუ ეს მარცვლეული არ გავა ბაზარზე – აფრიკაში ბევრი ადამიანი შიმშილით მოკვდება, რადგან უკრაინა ზოგიერთ ქვეყანაში ერთადერთი მიმწოდებელია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ, რუსული სამხედრო გემების ბლოკირების გამო, უკრაინულ პორტებთან წვდომა აღარ არსებობს, რის გამოც მარცვლეულის გატანა შეუძლებელია.

“უკრაინის მიწაზე დაწყებული სასტიკი ომი უკრაინელ ფერმერებს მოსავლის დარგვაში უშლის ხელს. თუმცა, არც რუსეთშია საქმე კარგად”, – ამბობს ჯო ბაიდენი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი გახდა შეუძლებელი. ​FAO-ს შეფასებით, უკრაინაში ამჟამად თითქმის 25 მილიონი ტონა მარცვლეული ინახება.

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ რუსეთს ოდესის პორტის განბლოკვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები