„აზოვის“ მეთაურის მოადგილე – „აზოვსტალის“ ქარხანა სავარაუდოდ, ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა

A view shows the Azovstal steel plant in the city of Mariupol on May 10, 2022, amid the ongoing Russian military action in Ukraine. (Photo by STRINGER / AFP) (Photo by STRINGER/AFP via Getty Images) Smoke rises above the Azovstal steel plant in Mariupol, Ukraine, on May 10. (AFP/Getty Images)

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ მარიუპოლში, თავშესაფრად ქცეულ „აზოვსტალის“ ქარხანაში მშვიდობიანი მოქალაქეები აღარ იმყოფებიან.

ამის შესახებ პალამარმა CNN-თან საუბარში განაცხადა.

„თუ თქვენ თავად „აზოვსტალის“ ქარხანაზე საუბრობთ, მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცოდით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჩვენთან გვყავდა, მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავდით, ჩვენთან აღარ არიან. მათ ქარხნის დატოვება მოახერხეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ არის ვინმე, რადგან არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ მოსულა და არ ჰქონია წვდომა, რომ სიტუაცია შეაფასოს“, – განაცხადა პალამარმა.

როგორც მან აღნიშნა,  საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა, რათა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ფოლადის ქარხანაში არსებული სიტუაციის სათანადო შესაფასებლად შესვლა შეძლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები