უკრაინული მხარე რუსეთს „აზოვსტალში“ მყოფი მძიმედ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რუს სამხედრო ტყვეებზე გაცვლას სთავაზობს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი „ტელეგრამზე“ წერს.
„პირველ ნაბიჯად რუსებს შევთავაზეთ: მძიმედ დაჭრილ ბიჭების აზოვსტალიდან ჰუმანიტარული დერეფნით გამოყვანა, ამავდროულად, ჩვენ ვაძლევთ რუს სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტული წესების მიხედვით“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.
როგორც მან აღნიშნა, მათ შეთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ შემდგარა, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
უკრაინის ვიცე-პრემიერის განმარტებით, ამ დროისთვის „აზოვსტალის“ სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.