ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დასჭირდება

უკრაინას რეკონსტრუქციისთვის დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დასჭირდება, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ თანხის დიდ ნაწილს ევროკავშირი დაფარავს.

როგორც მარაკეშში სიტყვით გამოსვლისას დომბროვსკიმ აღნიშნა, „ასეთი ძალისხმევა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ევროკავშირისგან კოორდინაციას“.

„ჩვენ მზად ვართ ამ კოორდინაციის განსახორციელებლად“ , – აღნიშნა დომბროვსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირი უზრუნველყოფს დიდ და ძალიან მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკრაინის აღდგენის საჭიროებებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები