უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი დასრულდება მაშინ, როდესაც უკრაინა დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს, ადამიანებს, მშვიდობას, თავისუფლებას და არჩევანის უფლებას.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ ფრანგული უნივერსიტეტების სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
„ომი უკრაინელი ხალხისთვის მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ჩვენსას დავიბრუნებთ. ეს სიმართლეა. ღიად ვამბობ: ჩვენ ზედმეტი არ გვჭირდება. ჩვენ გვსურს, მშვიდობა დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მიწას“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.