უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქის 20-მდე დასახლება რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გენადი ლაგუტამ განაცხადა.
„მთავარი საომარი მოქმედებები ახლა მიმდინარეობს დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის რეგიონების საზღვრებთან. დნეპროპეტროვსკის რეგიონის მხრიდან – მადლობა ღმერთს, დიდება ჩვენს მამაც შეიარაღებულ ძალებს! – ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ 20-მდე დეოკუპირებული დასახლება სამ ტერიტორიულ თემში – ვისოკოპილსკა, ნოვოვორონცოვსკაია და კოჩუბეევსკაია“, – განაცხადა ლაგუტამ.
როგორც მან აღნიშნა, სადაც შესაძლებელია, „მშვიდობიანი ცხოვრება ბრუნდება, უკრაინის სახელმწიფო ორგანოებმა მუშაობა გაანახლეს, იხდიან პენსიებს და შეიქმნა ჰუმანიტარული შტაბი“.