სასწრაფოდ: სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანმა მათი ტერიტორიის დაბომბვა დაიწყო

   აზერბაიჯანის ჯარი აწარმოებს სროლებს სომხეთის საბრძოლო პოზიციების მიმართულებით, ისინი იყენებენ საარტილერიო დანადგარებს, ნაღმმტყორცნებს, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს, – ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადებაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხედრო შეტაკების დროს განადგურებულია სომხეთის შეიარაღებული ძალების ავტომობილი.
ამჟამად სიტუაცია დაძაბულია ტერტრის რაიონში, სადაც ისმის ორმხრივი სროლები. განცხადების მიხედვით, სომხურ მხარეს აქვს დიდი დანაკარგი. იქვე აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სიტუაცია ყარაბაღის ფრონტის ხაზზე მკვეთრად გაუარესდა, გახშირდა სროლები დასახლებული პუნქტების მიმართულებით, იზრდება დანაკარგი ორივე მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები