იგეგმება თუ არა რუსეთში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება – პესკოვის კომენტარი
კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის ფონზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ან ცალკეულ რეგიონებში საომარი მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.
შესაბამისი შინაარსის კითხვის კომენტირებისას, პესკოვმა თქვა: „არა, ეს გეგმებში არ გვაქვს“.