რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გიორგი ერისთავის „ძუნწის“ პრემიერა გაიმართება
14, 15, 21, 22 მაისს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე გიორგი ერისთავის
„ძუნწის” პრემიერა გაიმართება.
რუსთაველის თეატრის ინფორმაციით, ერთმოქმედებიანი კომედიის სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორია გოჩა კაპანაძე; მხატვარი – ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა; კომპოზიტორი – ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი.
მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, ნინო არსენიშვილი, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია.
დასაწყისი: 19:00 საათზე,