გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი კონსერვატორიაში გაიმართება
2022 წლის 14 მაისს, 20- 00 საათზე ეროვნული სასახლის მხარდაჭერით , კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის დიდ დარბაზში, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონცერტზე შესრულდება : რ.ვაგნერი – ზიგფრიდის იდილია ი.ჰაიდნი – კონცერტი ჩელოსთვის ნ1. დო მაჟორი ს.რახმანინოვი – საფორტეპიანო კონცერტი ნ.2 დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ანასტასია კობეკინა – ვიოლონჩელო ლუკა ოქროს – ფორტეპიანო გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგზარდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ჩამოყალიბდა.
ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს. თაო არის ადგილი, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ პროფესიონალ პედაგოგებთან, დირიჟორებთან და სოლისტებთან როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე და ექსპერიმენტულ რეპერტუარზე. თაო-ს მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსებს ჩამოუყალიბოს მაღალი მუსიკალური გემოვნება, მისცეს მათ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და დაეხმაროს მუსიკისებს საორკესტრო ხელოვნების მაღალი სტანდარტების დაუფლებაში, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.