ტოვებს თუ არა ყაზახეთი ევრაზიულ კავშირს? – ქვეყნის მთავრობაში გავრცელებულ ინფორმაციას განმარტავენ

“ყაზახეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) გასვლის გეგმის შესახებ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება”,- ამის შესახებ პორტალმა StopFake-მა დაწერა, რომელიც რესპუბლიკის ინფორმაციისა და სოციალური განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა და რომლის მიზანია არაზუსტი ინფორმაციის გამოაშკარავება.

აღინიშნა, რომ ტელეგრამში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ყაზახეთი იწყებს EAEU-ს საბაჟო კავშირიდან გასვლის პროცედურას.

“მიზეზი, თითქოს მდგომარეობს ყაზახეთსა და რუსეთს შორის გადაუჭრელ უთანხმოებაში. ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

StopFake-ში ასევე წერია, რომ აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს ქვეყნის საგარეო საქმეთა და ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის სამინისტროებმა.

„აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ ცნობაში ავტორი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი EAEU-დან გასვლას გეგმავს, და თავის წყაროებს ეყრდნობა. ეს არის “ფეიკ” ინფორმაციის ერთ-ერთი ნიშანი, რადგან წყაროს პოვნა, თითქმის შეუძლებელია. EAEU-დან გასვლის არავითარი გეგმა არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები