ზურაბ ქადაგიძე: არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ “ძლევამოსილებას”
,,პარადოქსი ის კი არ არის, რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?!…არამედ, იმდენად უტიფრები და “სპეკულანტები” არიან, რომ 1- მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან’ – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პაატა მანჯგალაძის განცხადებას.
როგორც ქადაგიძე წერს, სინამდვილეში, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ “ძლევამოსილებას”.
,,პარადოქსი ის კი არ არის,რომ ოპოზიციური სპექტრი ვერ განვითარდა და საკუთარ პოლიტ-უბედურებას ვერ აფასებენ?!…
არამედ
იმდენად უტიფრები და “სპეკულანტები” არიან,რომ 1 მილიონიანი ელექტორატის მქონე პარტიას ასე ხელაღებით, პროვოკაციული განცხადებებით ამუნათებენ და არც ამომრჩევლის ლანძღვას ერიდებიან…
არა და
რომ მოუსმინო, ისეთი “ხბოს გამომეტყველებით” საუბრობენ პოლარიზაციის დასრულებაზე და პოლიტ-კულტურაზე , გეგონება ახალი თაობის პოლიტიკოსები არიან…
სინამდვილეში კი, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი პოლიტიკანები არიან, არჩევნებში მაქსიმუმ 1% მხარდაჭერას აფიქსირებენ და დანარჩენ 99%-ს უმტკიცებენ საკუთარ “ძლევამოსილებას”…
ეგრე გააგრძელეთ და 2024-ში კი არა 2030-ში ვერ გექნებათ პოლიტიკური პერსპექტივა”, – წერს ქადაგიძე facebook – ზე.