დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დროებით ირანის საელჩოდან თანამშრომლები გაიყვანა
რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სიფრთხილის ზომების სახით ირანში საელჩოს თანამშრომლების გაწვევის ბრძანება გასცა.
ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება დროებითია და საელჩო მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
„არსებული უსაფრთხოების სიტუაციის გამო, ჩვენ გადავდგით სიფრთხილის ზომები და დროებით გავიყვანეთ დიდი ბრიტანეთის პერსონალი ირანიდან“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, უსაფრთხოების რისკების გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში საელჩოების არასაჭირო პერსონალის ევაკუაციის შესახებ განაცხადა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალმა ბრედ კუპერმა, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურის რანგში ახლო აღმოსავლეთში ძალებს ხელმძღვანელობს, ტრამპს ირანის წინააღმდეგ მოქმედების ვარიანტები წარუდგინა.
26 თებერვალს ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.