რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ სამეგობროსთან ერთად მიდიხარ
მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ყოველთვის უფრო მხიარულია, მაგრამ თუ დეტალები თავიდანვე არ შეთანხმდა, ყველაზე პატარა გაუგებრობამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ბიუჯეტი, გრაფიკი და პასუხისმგებლობები ჯობს წინასწარ გადანაწილდეს, რათა შემდეგ დრო არ დაიკარგოს.
გაიგე, რა უნდა გაითვალისწინო გამგზავრებამდე და მოგზაურობის დროს, რათა სამეგობროსთან ერთად მოგზაურობა მარტივად, კომფორტულად და ნაკლები სტრესით წარიმართოს.
ბიუჯეტის კარგად დაგეგმვა
შეზღუდული ბიუჯეტიც არ არის პრობლემა, თუ მთავარ ხარჯებს სწორად გადაანაწილებ და რამდენიმე მარტივ წესს დაიცავ.
▪︎ ფრენები/ტრანსპორტი – ბილეთები წინასწარ შეიძინე და ფასები ხშირად გადაამოწმე სხვადასხვა პლატფორმაზე. როგორც წესი, იაფი ვარიანტები კვირის დასაწყისში (განსაკუთრებით სამშაბათი/ოთხშაბათი) უფრო მარტივად იძებნება.
▪︎ საცხოვრებელი – ძვირადღირებული სასტუმროს ნაცვლად აირჩიე ჰოსტელი ან ბინა, განსაკუთრებით თუ საერთო სამზარეულო აქვს, ასე კვებაზეც დაზოგავ თანხას.
▪︎ კვება – იყიდე საკვები სუპერმარკეტში ან ქუჩის ბაზრობაზე. მაგალითად ევროპაში პროდუქტი ძალიან იაფია და მზა საკვების შეძენაც შეგიძლია მარკეტებში, რათა მომზადებაში დრო არ დაგეკარგოს. თუმცა სასურველი ადგილობრივი რესტორნისთვის მაინც შეგიძლია თანხის გადადება.
▪︎ აქტივობები – შეარჩიე უფასო სანახაობები, ხშირად საუკეთესო შთაბეჭდილებებს სწორედ ქალაქის ფეხით დათვალიერება ტოვებს.
თუ ამ ოთხ მიმართულებას (ტრანსპორტი, საცხოვრებელი, კვება და აქტივობები) წინასწარ დაგეგმავ, ბიუჯეტიც უფრო მარტივად გეყოფა და მოგზაურობაც ნაკლებ სტრესთან იქნება დაკავშირებული.
ინტერნეტი სამეგობროსთვის: Hotspot-ი და MB-ების დაზოგვა
სამეგობროსთან ერთად მოგზაურობისას ინტერნეტი თითქმის ყველაფერში გჭირდება: რუკებისთვის, ტრანსპორტის მოსაძებნად, ბილეთებისა და ჯავშნების შესამოწმებლად, ერთმანეთთან სწრაფი კომუნიკაციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, საგანგებო დახმარების მოსაძებნადაც. როცა ყველანი ონლაინ ხართ, გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებთ და ნაკლებად იკარგება დრო.
ხარჯების დასაზოგად, წინასწარ შეთანხმდით, რომ ერთ-ორ ადამიანს ჰქონდეს აქტიური მობილური ინტერნეტი და დანარჩენებმა Hotspot-ის საშუალებით გამოიყენონ. ჯობს პაკეტიც წინასწარ გააქტიუროთ, ამაში დაგეხმარებათ mobineX-ი. mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტების საშუალებით დაზოგავ MB-ებს და თანხასაც.
წინასწარი შეთანხმებები
მეგობრებთან ერთად მოგზაურობა ბევრად მარტივია, როცა რამდენიმე საკითხს წინასწარ დაალაგებ. ეს პატარა შეთანხმებები გზაში დროსაც დაგიზოგავს და უსიამოვნო გაუგებრობებსაც აგარიდებს თავიდან.
▪︎ ბიუჯეტი – განსაზღვრეთ საერთო თანხა და გამოყავით მცირე ბიუჯეტი „გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის“.
▪︎ ვინ რას აკეთებს – ბილეთები, საცხოვრებელი, ტრანსპორტი და აქტივობები გადაანაწილეთ (თითოეულზე ერთი იყოს პასუხისმგებელი).
▪︎ პრიორიტეტები – ჩამოწერე “must-do” ადგილები და აქტივობები.
▪︎ ყოველდღიური რიტმი – შეთანხმდით, როგორ გირჩევნიათ: დილიდან აქტიურობა თუ უფრო მშვიდი დღეები და გრძელი საღამოები.
▪︎ წესები გზაში – პუნქტუალურობა, შეხვედრის ფიქსირებული ადგილი და მარტივი გეგმა დაკარგვის ან გაყოფის შემთხვევისთვის.
შეჯამება
სამეგობროსთან ერთად მოგზაურობა ყველაზე კარგი მაშინაა, როცა წინასწარ შეთანხმდებით მთავარ დეტალებზე, ბიუჯეტს გონივრულად გადაანაწილებთ და გზაში კავშირზე დარჩებით. შეადგინეთ მარტივი გეგმა, მოიმზადეთ ინტერნეტი და მეტი დრო დაუთმეთ ერთად მოგონებების შექმნას, ასე მოგზაურობა ნამდვილად კომფორტული და ნაკლებად სტრესული იქნება.
R