მედია: ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონში პაკისტანის დარტყმების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონში პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ავღანეთის სახელმწიფო სააგენტო „ბახტარი“ იუწყება.

„პაკისტანის სამხედრო რეჟიმის მიერ გუშინ ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, პაკტიკაში [პროვინცია] 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, პაკისტანის ჯარებმა ბარმალის რაიონში საცხოვრებელ შენობებს ნაღმტყორცნებიდან ესროლეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ქალი და ორი ბავშვი. გარდა ამისა, დაშავდა სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები