იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ მილანში ტრამვაის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 39 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მგზავრებით სავსე ტრამვაი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე შენობას შეეჯახა.
შემთხვევა მილანის ცენტრალურ ნაწილში, ვიტორიო ვენეტოს ქუჩაზე მოხდა.
მგზავრების განცხადებით, ვაგონების ქვემოდან ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ტრამვაიმ სიჩქარეს მოუმატა, რელსებიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა.