ბილ კლინტონი: წარმოდგენა არ მქონდა ეპშტეინის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ

წარმოდგენა არ მქონდა ეპშტეინის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს გარდაცვლილი ფინანსისტისა და სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით გამართულ დაკითხვაზე განუცხადა.

„რამდენი ფოტოც არ უნდა მაჩვენოთ, დღის ბოლოს ორი რამ მაქვს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ინტერპრეტაცია ამ 20 წლის წინანდელი ფოტოების შესახებ.

ვიცი, რა ვნახე და რაც მთავარია, რა არ მინახავს. ვიცი, რა გავაკეთე და რაც მთავარია, რა არ გამიკეთებია. არაფერი მინახავს და ცუდი არაფერი არ გამიკეთებია“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა, რომელმაც წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში ჩვენება დახურულ კარს მიღმა მისცა, ხოლო შემდეგ მისი შესავალი სიტყვა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.

შეგახსენებთ, რომ ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალების თანახმად, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით სულ მცირე 16-ჯერ იფრინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები