რუბიომ ამერიკელებს ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან, ხოლო იქ მყოფ ამერიკელებს – დაუყოვნებლივ დატოვონ ისლამური რესპუბლიკა.

„არც ერთი ამერიკელი არ უნდა გაემგზავროს ირანში რაიმე მიზეზით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ირანში ამჟამად მყოფ ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

რუბიომ ასევე მოუწოდა თეირანს, გაათავისუფლოს ირანში დაკავებული ყველა ამერიკელი მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები