ოპერისა და ბალეტის თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზების“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა
ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზების“ საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან – თამარ ბაგრატიონთან ერთად, დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯამბაზების“ აღნიშნული დადგმა, იტალიის, ქალაქ პარმას ოპერის თეატრის სპექტაკლია. მისი დამდგმელი რეჟისორია ფედერიკო გრაცინი, სცენოგრაფი – ანდრეა ბელი, კოსტიუმების მხატვარი – ვალერია დონატა ბეტელა.
საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი, რომელსაც მაესტრო ფარხადინ კარიმოვი დირიჟორობდა.