Amnesty International: პუტინს უკრაინელები სძულს

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, ასევე ქვეყნის მმართველ ელიტას უკრაინელები სძულს.

ამის შესახებ Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა განაცხადა.

„არსებობს პუტინისა და სხვა რუსი ლიდერების განცხადებები, კომენტარები და გამოსვლები, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ უგულებელყოფენ და სძულთ უკრაინელი ხალხი, კომენტარები, სადაც ისინი ისე საუბრობენ, თითქოს უკრაინა არც არსებობს“, – თქვა კალამარმა.

მისი თქმით, სწორედ ასეთი განცხადებები იქნება გათვალისწინებული უკრაინელების გენოციდის საკითხის განხილვისას.

მისი განმარტებით, ამ ომში ჩადენილი ძალადობა ეფუძნება რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩამოყალიბებულ აზროვნებას.

“ძალადობა მოქმედების ფორმად იქცევა, მასზე თვალს ხუჭავენ და ხანდახან ადიდებენ კიდეც. არ არსებობს კონტროლი და ეს ქმნის პირობებს ძალადობრივი ქცევისთვის, ეს არის დაუსჯელობის რეჟიმი“, – განაცხადა კალამარმა.

მისი თქმით, ამ ომში ორგანიზაციის ამოცანაა – მსოფლიოს ინფორმირება უკრაინაში რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მასშტაბისა და ტიპების შესახებ.

“ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის, არამედ ევროპისა და ნატო-ს პრობლემაცაა. რუსული აგრესია პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის”, – ხაზგასმით აღნიშნა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები