ილონ მასკი დონალდ ტრამპს Twitter-ში დააბრუნებს
Twitter-ის შეძენის შემდეგ, მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დააბრუნებს, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ არის დაბლოკილი.
“ტვიტერში” მაშინ განაცხადეს, რომ “ეს ნაბიჯი გადაიდგა შემდგომი ძალადობის რისკის თავიდან ასაცილებლად”.
ილონ მასკი კი მიიჩნევს, რომ 88 მილიონი ხელმომწერის მქონე ტრამპის დაბლოკვამ “ხელი შეუწყო ტრამპის შეხედულებების გავრცელებას მემარჯვენეებს შორის, აკრძალვა კი მორალურად არასწორი და სულელურია”.
ზოგადად, სოციალურ ქსელებში მომხმარებლის დაბლოკვასთან დაკავშირებით მასკი მიიჩნევს, რომ ეს პრაქტიკა გამონაკლისის სახით უნდა არსებობდეს და ამ ქმედებას უნდა ექვემდებარებოდნენ ისეთი ანგარიშები, რომლებიც “სპამს” ავრცელებენ.
„არასწორი და ცუდი ტვიტები უნდა წაიშალოს ან გახდეს უხილავი, ასევე, შესაძლებელია ანგარიშის დროებითი აკრძალვა, მაგრამ მუდმივი დაბლოკვა, ძირითადად, ძირს უთხრის Twitter-ის სანდოობას“, – თქვა მასკმა Financial Times-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
ილონ მასკი მზად არის, Twitter-ში 44 მილიარდი დოლარი გადაიხადოს.