რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 მაისის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში, სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 26 350 ადამიანი;
ტანკი – 1 187 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 2 856 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 528 ერთეული;
MLRS – 185 ერთეული;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული;
თვითმფრინავი – 199 ერთეული;
ვერტმფრენი – 160 ერთეული;
გემი/ნავი – 12 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 390;
მანქანები და საწვავის ავზები – 1 997;
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 94;
სპეცტექნიკა – 41.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წუხელ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 11 მაისამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

164 თვითმფრინავი;
125 ვერტმფრენი;
798 უპილოტო საფრენი აპარატი;
302 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
2 983 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
351 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 440 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
2 796 სპეციალური სამხედრო მანქანა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები