“უკრაინის სამხრეთ რეგიონები რუსეთის ნაწილი გახდება” – პუტინის მუდმივი წარმომადგენელი
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა, გიორგი მურადოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ რეგიონები რუსეთის ნაწილი გახდება.
მეტიც, მან თქვა, რომ ეს არის “უკრაინელების ნება”.
ამის შესახებ “რია ნოვოსტი” წერს.
მისი მტკიცებით, უკრაინას საერთოდაც სამხრეთ-აღმოსავლეთის ტერიტორიები “აჩუქეს”, ადგილობრივები კი 8 წლის განმავლობაში “დაცინვას ითმენდნენ”.
„რეგიონში მცხოვრებლებთან კომუნიკაციის შეფასებისას შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის თავად ხალხის ნება. ჩვენ გვაქვს საერთო კულტურული კოდი. უკვე დღეს ჩვენ ხალხის მშვიდობიან ცხოვრებაზე ვფიქრობთ. ამ ტერიტორიებზე იქმნება სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციები. აქ რუსული სატელევიზიო არხები შემოვიდნენ, სკოლებში რუსული სახელმძღვანელოები გაჩნდა, რუსული რუბლი რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში წარმატებით შემოდის“, – აღნიშნა მურადოვმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge