ოკუპანტებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს

რუსებმა ლუგანსკში სკოლა-ინტერნატი დაბომბეს, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ, – ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, გასულ დღეს რუსულმა ძალებმა ლუგანსკში 15-ჯერ გახსნეს ცეცხლი, რის გამოც ქალაქ სევეროდონეცკში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი. ასევე, ქალაქს მეორე დღეა, არ მიეწოდება ელექტროენერგია.

“საბედნიეროდ, სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა. ვრუბოვკაში დაზიანდა ექვსი საცხოვრებელი კორპუსი”, – აცხადებს გაიდაი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები