უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევა გააგრძელეს და ოკუპანტები საკუთარი საზღვრისკენ განდევნეს. ჯარისკაცებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს.
ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) დასკვნაში.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთის გარეუბანზე რუსეთის საარტილერიო თავდასხმებს შეაჩერებს და, პოტენციურად, საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, იერიშები განახორციელონ.
გარდა ამისა, კონტრშეტევა იზუმთან ოკუპანტების შეტევით ქმედებებს შეაფერხებს, საიდანაც ისინი დონბასის მიმართულებით უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge