უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერიეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ოკუპანტების 12 შეტევა მოიგერიეს.
უკრაინული მედიის ცნობით, განადგურებულია რუსი ოკუპანტების ათობით მანქანა, მათ შორის Mi-24 ვერტმფრენი.
„დღის განმავლობაში, მოკავშირეთა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის 12 შეტევა. ჩვენმა ჯარისკაცებმა ოსტატური ქმედებით რუს ოკუპანტებს ზარალი მიაყენეს. უკრაინელმა მებრძოლებმა გაანადგურეს 12 ტანკი, 4 საარტილერიო სისტემა, 19 ერთეული ჯავშანტექნიკა, 2 ერთეული სპეციალური საინჟინრო ტექნიკა და 7 მტრის მანქანა. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის დონბასის ცაზე ჩამოაგდეს მტრის ვერტმფრენი Mi-24 და 3 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აღნიშნულია განცხადებაში.