ნატოს გენერალურ მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსის პრესსპიკერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს COVID-19 დაუდასტურდა. ის სრულად ვაქცინირებულია, გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა და მსუბუქი სიმპტომები აქვს. ბელგიის სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით, ის საკუთარი მოვალეობების შესრულებას სახლიდან გააგრძელებს“, – წერს ალიანსის პრესსპიკერი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები