აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივანი – რუსეთის ეკონომიკა აშკარად რეცესიაშია და 20%-იანი ინფლაციის წინაშე დგას
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებით, დასავლეთის სანქციებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა.
„მათი ეკონომიკა აშკარად რეცესიაშია“, – აღნიშნა იელენმა კანონმდებლებთან კონგრესის ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე.
მისი თქმით, არსებობს პროგნოზები, რომ რუსეთის ეკონომიკა 10%-დან 15%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც იელენმა აღნიშნა, წელს რუსეთში ინფლაცია დაახლოებით 20%-ს შეადგენს.