ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს.
„ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო მკვეთრ საშუალებებს მიმართავს“, – განაცხადა ჰეინსიმ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს შეუძლია დნესტრისპირეთის სეპარატისტულ მოლდოვის ტერიტორიაზე სახმელეთო ხიდი გააკეთოს. ამასთან, ჰეინსის თქმით, სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის დაწესებას შეეცდება.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, პუტინს იმედი აქვს, რომ აშშ და უკრაინის ევროპელი პარტნიორები დროთა განმავლობაში დასუსტდებიან.
ამასთან, ავრილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ პუტინი რუსეთისთვის „ეგზისტენციალურ საფრთხეს“ იგრძნობს.