ჯანმო-მ მოსკოვის ოფისი შესაძლოა, დახუროს – რეზოლუციის პროექტს მხარი საქართველომაც დაუჭირა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა კომიტეტმა საგანგებო სესიაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობს მოსკოვში მდებარე ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის ოფისის რუსეთის ფარგლებს გარეთ გადატანას.

უკრაინაში ჯანდაცვის სექტორში არსებული ვითარების შესახებ ჯანმო-ს კომიტეტის სპეციალური სხდომა ორგანიზაციის ევროპული ბიუროს 43 წევრი ქვეყნის მიერ იყო მოწვეული.

შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ორგანიზაციის 35-ზე მეტი ქვეყნის მიერ არის ინიცირებული. მას მხარი დაუჭირა: უკრაინამ, საქართველომ, თურქეთმა, მოლდოვამ, ისრაელმა, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებმა.

წინააღმდეგია – რუსეთი, ბელარუსი და ტაჯიკეთმა; სომხეთმა და ყაზახეთმა თავი შეიკავეს.

შესაბამისი შეთავაზებით რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები ჯანმო-ს ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს მიმართავენ.

გარდა ამისა, დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, უკრაინაში ომის დასრულებამდე, მოხდეს რუსეთში რეგიონალური სხდომების, ასევე, კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების შეჩერება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები