დავით ნარმანიამ თბილისელების მიღების დღედ ორშაბათი დააწესა

თბილისის ახალმა მერმა მუშაობის დაწყების პირველ დღეს თბილისელთა მიღების დღე დააწესა. ნარმაიას ინიციატივით, ყოველ ორშაბათს თბილისელებს საშუალება ექნება პირადად შეხვდენენ დედაქალაქის მერს და საკუთარი პრობლემები გააცნონ.
„მე პირობა დავდე, რომ პირველივე დღეს, როდესაც თბილისის მერიაში შევიდოდი ხელს მოვაწერდი მოქალაქეთა მიღების წესს, ყოველი კვირის ორშაბათი თბილისის მერთან, რაიონის გამგებლებთან, მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან იქნება მოქალაქეთა მიღების დღე. თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მოიტანოს ჩვენთან თავისი პრობლემა, მოიტანოს თავისი სატკივარი და ჩვენ მათ დავეხმარებით ამ პრობლემების გადაწყვეტაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერმა ნდობის გამოცხადებისთვის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მის გუნდთან ერთად 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თვითოეულ იმ ამომრჩეველს, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა მე, ჩვენს გუნდს და მოგვცა იმის საშუალება, რომ ის საინტერესო პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ რეალობად ვაქციოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან აქტიურად ვიმუშავებ და ის ნდობა, რაც ჩვენ ამომრჩევლისგან გვაქვს, იქნება გამართლებული. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ მომდევნო კვირიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები