თეა წულუკიანი: ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ საქართველო ევროპაში კუთვნილ ადგილს დაიკავებს.

„ევროკავშირი თუკი გამოიჩენს საჭირო სამართლიანობას, თუკის ვამბობ იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება და, მით უმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი – წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე, თუკი ეს მარტივი იქნება, ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას დღეს დაუბრუნებს.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო.

2 მაისს ევროკავშირის კითხვარის შევსებული ნაწილი საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირის ელჩს გადასცა. ევროკავშირის წევრობის კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები