უკრაინული მედია – „აზოვსტალში“ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

„აზოვსტალში ნამდვილად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი“, – აცხადებს კირილენკო.

როგორც მან აღნიშნა, მარიუპოლში 100 000-მდე ადამიანი რჩება და „ძნელი სათქმელია, რომელ მათგანს სურს წასვლა“.

„აზოვსტალის“ დაბომბვის განახლებაზე საუბრისას კირილენკომ განაცხადა, რომ უფრო ადვილია იმის თქმა, როცა იქ დაბომბვა არ ხდება, ვიდრე იმაზე საუბარი, როდის იბომბება ქარხნის ტერიტორია.

ამასთან, კირილენკოს თქმით, „აზოვსტალში“ ავიაცია და არტილერია თითქმის მუდმივად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ 7 მაისს, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ ყველა ქალის, ბავშვის და ხანდაზმულის ევაკუაცია დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები