აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ხედავს მინიშნებებს, რომ უკრაინელები რუსეთში თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად ვნახეთ მინიშნებები, რომ უკრაინელები უკრაინიდან რუსეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის არ უსაუბრია გადაადგილებულ უკრაინელთა საერთო რაოდენობაზე, თუ რამდენი ბანაკია ან როგორ გამოიყურებიან ისინი, მაგრამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს მინიშნებები, რომ უკრაინელები მათი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ რუსეთში“.
პენტაგონის სპიკერმა აღნიშნულ ქმედებას „არაკეთილსინდისიერი“ უწოდა.