„პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“ – შოლცი უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდებაზე

გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პროფკავშირების ფედერაციის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დიახ, გერმანია უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღს აწვდის, როგორც ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სხვა გზა არ არსებობს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენ არ ვაწვდიდით იარაღს კონფლიქტურ ზონებს, მაგრამ პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ევროპაში მშვიდობას ემუქრება.

„პუტინმა რუსეთის იმპერიის რევანშისტული პროექტისთვის ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპი დაივიწყა, ამაზე პასუხის გაცემაზე უარის თქმა კი დანაშაულებრივ საქმიანობაში აგრესორის წახალისებას ნიშნავს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები