საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირის წევრად დამტკიცებას, ალბათ, რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, როგორც მან აღნიშნა, უკრაინა, მისი ბრძოლისა და გამბედაობის გამო, უკვე ევროპული ოჯახის წევრია.
საფრანგეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.