უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კითხვარის მეორე ნაწილის შევსება დაასრულა

უკრაინამ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

აღინიშნება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოკავშირის მეშვეობით ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრა გამართა, რომელსაც შევსებული კითხვარი წარუდგინა.

ზელენსკიმ ევროკომისიის ხელმძღვანელს “ამ მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის” მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი.

8 აპრილს კიევში ვიზიტის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსება არის აუცილებელი ნაბიჯი ქვეყნის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დაასრულა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები